ახალი ამბები
პეტრო პოროშენკო ხურვალეთში (PHOTO)
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოძისიდან უკვე ხურვალეთში იმყოფება.

ადგილობრივებს, რომლებიც გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ, პირადად ესაუბრა.

მისი განცხადებით, გამყოფი ხაზი არ არის მხოლოდ ხაზი, ეს არის უფსკრული აწმყოსა და მომავალს შორის, რომელსაც რუსეთის ოკუპაცია ახორციელებს.

"ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. შეხედეთ ამ მოქალაქეს თვალებში, ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგი. ერთ მხარეს ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, კურორტებს, ინვესტორებს, ბედნიერ ხალხს, ეკონომიკურ ზრდას, უვიზო რეჟიმს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ცრემლს, უფლებების დარღვევას, ხალხს, რომელსაც არ აქვთ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენთვის ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორც უკრაინის ასევე საქართველოსი და ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ვიზიტის ფარგლებში ვარ აქ, რომ ვუთხრა ამ ხალხს, რომ ისინი მარტო არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელთან, კახაბერ ქემოკლიძესთან ერთად, რუსეთის სამხედრო ბაზებთან არსებული მდგომარეობას გაეცნო.

ორი ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ სოფელი ოძისის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმყოფებოდა, შემდეგ კი, გორის მუნიციპალიტეტისკენ გადაინაცვლეს.














Print

სტატიის გამოყენების პირობები