ახალი ამბები
გორში მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ხეივანმა დაიჭირა
ხეივანმა მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი გადაარჩინა.

შემთხვევა ერთი საათის წინ გორში სტალინის გამზირზე მოხდა. 6-წლის ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდა. ამ დროს დედა სახლში არ იმყოფებოდა.

,,გორმედის" საავადმყოფოში გვითხრეს, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მორიგე ექიმის ცნობით, ბავშვს მოტეხილობები აღენიშნება, აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში გაგზავნიან.

თვითმხილველის თქმით, რომელიც ეზოში იმყოფებოდა, დაინახა, რომ ხეივნიდან შემდეგ ბავშვი ძირს ჩამოვარდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია დროულად მივიდა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით.

იხ. განახლებული ვერსია: ბავშვს იაშვილის კლინიკაში ოპერაციული ჩარევა არ დაჭირვებია

მესამე დღე: მესამე სართულიდან გადავარდნილი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება



Print

სტატიის გამოყენების პირობები