ახალი ამბები
მესამე სართულიდან გადმოვარდნილ ბავშვს იაშვილის კლინიკაში ოპერაციული ჩარევა არ დაჭირვებია
მურმან იაშვილის სახელობის კლინიკაში, ბავშვს, რომელიც დღეს დილით გორში მესამე სართულიდან გადმოვარდა, ოპერაციული ჩარევა არ დაჭირდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კლინიკის მორიგე ექიმმა განუცხადა.

მისი თქმით, განმეორებით ჩატარებულმა კვლევამ ექიმები ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

,,ჩავატარეთ განმეორებითი კვლევა და შედეგების მიხედვით ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა არ დაჭირვებია. მიუხედავად ამისა, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, ბავშვი, კვლავაც, რეანიმაციულ განყოფილებაში დავტოვეთ" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბავშვთა კლინიკაში.

შეგახსენებთ, დღეს, დილის საათებში გორის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ჯერ ხეივანმა შეაკავა, შემდეგ ბეტონზე დაეცა.

თავდაპირველად, ბავშვი ,,გორმედის" კლინიკაში მიიყვანეს, სადაც გვითხრეს, რომ ხერხემლისა და კისრის მიდამოები გადარჩენილია. თუმცა, მრავლობითი დაზიანებები კიდურებზე და თავის არეში დაუდგინეს. აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, კატასტროფის ცენტრის მანქანა გამოიძახეს და იაშვილის კლინიკაში გაგზავნეს.



გორში მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ხეივანმა დაიჭირა
Print

სტატიის გამოყენების პირობები