ახალი ამბები
ერთაწმინდაში სასმელი წყლის რეზერვუარს გამოცვლიან
სოფელ ერთაწმინდაში სასმელი წყლის ონკანებში წყლის რაოდენობა შემცირდა.

ადგილობრივების განცხადებით, ბუნებრივი წყლის მარაგი რეზერვუარში თითქმის აღარ არის. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ მოამზადა.

უფრო მეტიც, საუბნო ონკანებიდან ბევრ ადამიანს წყალი ეზოებში აქვს შეყვანილი.

ერთაწმინდელები ამბობენ, რომ სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად დიდი თანხები არაა საჭირო. სოფლის პროგრამის ფარგლებში 9700 ლარი გამოიყო. ამ თანხით, ახალი 50 ტონიანი რეზერვუარი შეიცვლება. სამუშაოების დასრულებას აგვისტოსთვის ვარაუდობენ.

იხ. არქივის ვიდეო

Print

სტატიის გამოყენების პირობები