ახალი ამბები
ცხინვალში ბიზნესმენების გატაცებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
ცხინვალში ბიზნესმენ ალექსანდრე ცხოვრების გამტაცებელი დააკავეს.

ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მილიციის პრეს-სამსახური იტყობინება. ოსური მედიის ცნობით, ალექსანდრე ცხოვრებოვი საკუთარი მანქანით სოფელ ფრისში ჰყავდათ წაყვანილი.

სპეცოპერაცია ოსურმა მილიციამ ზარის გზაზე აწარმოა. ერთ-ერთი გამტაცებელი გაიქცა და ტყეს შეაფარა თავი.

ადგილობრივ ბიზნესმენ ალექსანდრე ცხოვრებოვი შაბათს 22 ივლისს საკუთარი მანქანით გაიტაცეს.

ინფორმაცია მილიციას გატაცებულის შვილმა მიაწოდა. მამამ შვილს პირადად დაურეკა და გათავისუფლების სანაცვლოდ, გამტაცებლებისთვის, 2 მლნ რუბლის გადახდა მოსთხოვა.

დაკავებული 34-წლის მამაკაცია, რომელიც ორი წელია იძებნებოდა. მილიციის პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულმა სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაც აღიარა.

კერძოდ, ანდრე ქობისოვი აღიარებს, რომ მან სარმატ გაბარაევთან ერთად გაიტაცა ნუგზარ ხეთაგროვი და მასაც 2 მლნ რუბლის გადხდა მოსთხოვა. ხეთაგუროვმა გამტაცებლებს მხოლოდ 500 000 რუბლი გადაუხადა.

ქობისოვი ასევე გენადი სიუკაევის გატაცების ფაქტსაც აღიარებს, რომელსაც, თანამზრახველთან ერთად, 1,5 მლნ რუბლი გამოართვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები