პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვისა და მის ადმინისტრაციულ თემში
შემავალი სოფლებიდან დევნილებს, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ხორბლის ფქვილს გადასცემს.
ტენდერის შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მისი
აპარატის წარმომადგენლებმა დღეს, 25 ივლისს, მიიღეს.
გამგეობის ადმინისტრაციის ცნობით, დაახლოებით 71 ტონა ფქვილი 1420
ოჯახზე განაწილდება. ეს ოჯახები სხვადასხვა ჩასახლებებში
ცხოვრობს.
პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი მუნიციპალიტეტი ხორბლის დარიგებას
აგვისტოში აპირებს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
წერდა, რომ 2017 წლის
აპრილში ფქვილი დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქურთადან დევნილმა ოჯახებმა
მიიღეს. მაგალითად, ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ როგორც
დიდი ლიახვის, ასევე პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობიდან
დევნილები.
ერედველები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში
უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ფქვილს მათი
მუნიციპალიტეტი არ არიგებდა.
სტატიის გამოყენების პირობები