დღეიდან FM სიხშირეს ახალი რადიო ტალღა, ,,მოზაიკა"
შეემატება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის სათემო რადიოდან
აცნობეს. სათემო რადიოს წარმომადგენლის ცნობით, ,,მოზაიკა"-ს
მოსმენა შიდა ქართლში და მის შემოგარენში, ასევე, ცხინვალში
მყოფ ადამიანებს FM 97, 8-ზე შეეძლებათ.
ამ წუთებში ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და რადიო მაუწყებლობას
დაიწყებს. ,,მოზაიკას“ გუნდი კი მსმენელს საინტერესო საეთერო ბადეს
ჰპირდება.
"მოზაიკა" იქნება პირველი სათემო რადიო გორში, რომელიც სათემო
კულტურის დანეგვასთან ერთად, იზრუნებს თემის კულტურულ და ეკონომიკურ
განვითარებასა და გაძლიერებაზე. ჩვენი მიზანია, გორში იმ სამოქალაქო
ერთობის ჩამოყალიბება, რომელიც თავად მოახდენს პრობლემების
იდენტიფიცირებას და დაინახავს მასზე ხმამაღლა, ღიად და საჯაროდ
საუბრის აუცილებლობას ჩვენი ეთერიდან საკუთარ გამოცდილებაზე,
პრობლემაზე, გამოწვევებსა და შეხედულებებზე საუბრის საშუალება ექნება
ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და
გავრცელება მნიშვნელოვანია. ჩვენი რადიო გამორჩეული იქნება იმით, რომ
მისი საეთერო ბადე უშუალოდ თემის წევრების ინტერესებისა და
მოთხოვნების გათვალისიწნებით დაიგეგმება.” -ამბობს რადიო ,,მოზაიკას“
დირექტორი გვანცა დოლუაშვილი.
რადიო ,,მოზაიკა“ თემში მცხოვრებ უბრალო მოქალაქეებთან ერთად
სხვადასხვა სექტრორის წარმომადგენლებს თავისუფალ მიკროფონს დაუთმობს.
ახალი სეზონიდან კი, რომელიც შემოდგომით დაიწყება ეთერს პოლიტიკური,
საზოგადოებრივი, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული გადაცემები
მოიცავს.
სტატიის გამოყენების პირობები