დღეს, ჭავჭავაძის, გურამიშვილის, 26 მაისის სანაპიროსა და მშვიდობის
გამზირის ქუჩების გადაკვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მანქანას, ტაქსის სანომრე ნიშნით, მარცხენა მხრიდან მეორე ავტომანქანა
ისეთი სიძლიერით შეეჯახა, რომ ორივე მათგანმა ტრაექტორია
შეიცვალა.
შსს სამინისტროს ცნობით, ადგილი ჰქონდა შეჯახებას: ,,მძღოლს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს, იყო შეჯახება და
საბედნიეროდ არავინ დაშავებულა" - აცხადებს პრეს-სამსახური.
ოთხი ქუჩის გადამკვეთ ადგილას შადრევანია და წრიულ მოძრაობას ცალკე
ბარიერებიც არეგულირებს. მიუხედავად ამისა, გადატვირთული მოძრაობის
გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევები მაინც ხშირია.
აქ ერთმანეთს კომბინატის, წმინდაწყლის, ცენტრისა და წყაროსუბნისკენ
მიმავალი მანქანები ხვდება. გორის მერიაში აცხადებენ, რომ კომბინატსა
და წმინდაწყალს მდინარე ლიახვზე კიდევ ერთი დამაკავშირებელი ხიდი
სჭირდება.
,,ხარჯების სიძვირიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შესაბამისი თანხები არ
გაგვაჩნია. თვითონ პროექტის შედგენაც თავის მხრივ დიდ ხარჯებთანაა
დაკავშირებული, თუმცა, ახალი ხიდის აშენების იდეა დიდი ხანია
არსებობს" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქის
მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სოციალურ ქსელში ,,ლაივსტრიმის"
საშუალებით.
სტატიის გამოყენების პირობები