ახალი ამბები
ქვემო არცევსა და ქვეშში სასმელი წყლის ახალი საქაჩი კეთდება
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ხუბულუმა  სოფელ ქვეშსა და ქვემო არცევთან არსებული სასმელი წყლის საქაჩი ჭაბურღილის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით,  უახლოეს პერიოდში სასმელი წყლის საქაჩი-ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევა. ქვეში და ქვემო არცევი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარეობს.

"2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის რაიონში სხვა პრობლემებთან ერთად სასმელი წყლის პრობლემაც დღის წესრიგში დადგა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეტაპობრივად დაიწყო აღნიშნული სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროცესი. ახალი ჭაბურღილის ამოქმედების შემდეგ ათეულობით სოფელს სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება. " - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ხუბულურმა.

პრეს-სამსახური აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ (თენგიზ) ხუბულური გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებასა და ადგილობრივებთან შეხვედრებს აგრძელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები