ქალაქ გორის ქუჩებში მორიგი ველორბოლა 28 ივლისს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯგუფური მსვლელობის ორგანიზატორი ნიკოლოზ
სუხიტაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, გორის ქუჩებში ასეთი მსვლელობა
ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება.
,,ჯგუფური მსვლელობის მიზანია, გავაგებინოთ საზოგადოებას და
სამთავრობო სტრუქტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო სივრცე და
მოვთხოვოთ მათ ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო
ინფრასტრუქტურის მოწყობა.
მოვითხოვთ პასუხისმგებელმა სტრუქტურებმა უზრონველყონ ქალაქში
ველოსიპედით უსაფრთხო გადაადგილება."
- აცხადებს ნიკოლოზ სუხიტაშვილი.
მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ სანათები და ფანრები, ჩაიცვან მკვეთრი
და ნათელი ფერის ტანისამოსი, და არ უნდა არ დაავიწყდეთ
ჩაფხუტი.
შეკრება 28ივლისს 19:00-ზე ახალბაღის დასვენების პარკში იგეგება,
ხოლო მსვლელობა სლოგანით "ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას,
ჩვენ ვართ მოძრაობა"
19:30-ზე დაიწყება.
სტატიის გამოყენების პირობები