დენის გათიშვა ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია
დღეს, დილით, აღმოსავლეთ საქართველოში, მოსახლეობის დიდ ნაწილს
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის მიზეზად, ელექტროგადამცემ
ხაზზე მომხდარი ავარია სახელდება.
სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლების ცნობით, ავარიულად
გაითიშა გადამცემი ხაზი ,,იმერეთი". დენის გარეშე ქალაქ გორისა
და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიც დარჩა.
,,ენერგო პრო ჯორჯიაშიც" დაადასტურეს, რომ ავარიული გათიშვა კომპანიის
მიზეზით არ მომხდარა. ამ ეტაპზე, აბონენტებს დენი ეტაპობრივად
მიეწოდებათ.
სტატიის გამოყენების პირობები