გორის ცენტრალურ ქუჩაზე ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაშავდა.
სტალინის გამზირზე, თამარ მეფის ქუჩის კვეთასთან, მანქანები ერთ ზოლში
მოძრაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით,
ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდა.
აღნიშნული მუხლი რამდენიმე დარღვევას, მათ შორის, გზის სავალ ნაწილზე
სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და
მანევრირების წესების დარღვევას გულისხმობს.
სტალინისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთასთან საგზაო მოძრაობას
შუქნიშანი არეგულირებს
სტატიის გამოყენების პირობები