მდინარე მტკვარში დაკარგული 14-წლის მოზარდი დღეს სოფელ ხიდისთავთან
იპოვეს.
თავდაპირველი ვერსიით, მოზარდი სოფელ ტინისხიდში მდინარეში ბანაობდა
და დინებამ გაიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოებისას ბავშვი
უკვე გარდაცვლილი ნახეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.
სტატიის გამოყენების პირობები