ახალი ამბები
ხეების გაჩეხვა ინგლისელების სახელით
,,ვოლოგდის დასახლებასთან" დაახლოებით 5 ათას კვ.მ ფართობზე რესტორანი და პროფილაქტიკა ააშენეს. ამის სანაცვლოდ, 50-მდე ხე, მათ შორის, კაკლები გაიჩეხა. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, რომელიც ხეების გაჩეხვის პირველივე დღეს გაჩნდა, კაპიტალური ნაგებობის მშენებლობა მაინც გაგრძელდა.

პროცესი 2013 წლის აპრილში დაიწყო. ქარსაფარი ზოლის ადგილას ჯერ პროფილაქტიკა ააშენეს, შემდეგ - რესტორანი.

ობიექტი გორის მერიას ექსპლუტაციაში 2016 წლის ნოემბერში უნდა მიეღო, თუმცა, 2017 წლის ივლისის მდგომარეობით, მშენებლობა არ დამთავრებულა. კომპანია ,,ელიტ სერვისის" წარმომადგენლების დაპირება, ახალი ცაცხვების განაშენების თაობაზე, ტყუილი აღმოჩნდა.

იხ.მასალა უფრო ვრცლად
Print

სტატიის გამოყენების პირობები