ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროში ახალი გზა გახსნეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კოდისწყაროში ახალი გზა გახსნეს.  2,4 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტი დააგეს.

გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოები კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-მა შეასრულა.

,,კოდისწყაროსა და სენაკი-ლესელიძე ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი - მოასფალტებული გზა საქართველოს პარლამენტში კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა გახსნა" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

რეგიონების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტის  ღირებულება 683 553 ლარს შეადგენს. ახალ გზას საგარანტიო ვადა 2 წელი აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები