31 ივლისს, 12 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
გაიმართება შეხვედრა/დისკუსია თვითმმართველობის გაუქმების
საკითხებზე.
შეხვედრაზე მოწვეული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და
არასამთავრობოთა წარმომადგენლები.
შეხვედრას გაუძღვებიან ექსპერტები - ირაკლი მელაშვილი და ლადო
სანიკიძე. დასწრება ყველა დაინტერესებული პირისთვის თავისუფალია.
პროექტის მიზანია: *მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
თვითმმართველობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ - რას და რატომ
უპირებს თვითმმართველ ქალაქებს ხელისუფლება. *ამის შესახებ
თვითმმართველობის წარმომადგენელთა, არასამთავრობო სექტორისა და
ადგილობრივთა აზრის გაგება. * პრობლემის გამოსავლის მოძებნა და
მოსახლეობის პოზიციასთან ერთად მისი ხელისუფლებამდე მიტანა.
პროექტს - “თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების
ხელშეწყობა” - ახორციელებს ადამიანის უფლებათა და სოციალური
სამართლიანობის დაცვის ცენტრი, ფონდ “ღია
საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.
სტატიის გამოყენების პირობები