საქართველო-რუსეთის საზღვარზე, საქართველოს მოქალაქეს 400 ლიტრი ღვინო
ჩამოართვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი სააგენტო ,,სლოვო"
ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო გამშვები
პუნქტის წარმომადგენლებმა, დაახლოებთ 35 ათასი რუბლის ღირებულების
ალკოჰოლური სასმელი სამგზავრო ავტობუსში ნახეს.
საზღვრის დაცვის სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, კონტრაბანდული საქონლის გადაზიდვის ფაქტზე, მოქალაქეს ან მძღოლს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დააჯარიმებენ.
ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ალკოჰოლური სასმელი ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, მაშინ მფლობელს
მსუბუქი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
სტატიის გამოყენების პირობები