ახალი ამბები
მარიამ კარელიძის ევროპული მედალი საქართველოს გოგონათა ჭიდაობის ისტორიაში პირველია
მარიამ კარელიძე  ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.  მისი მედალი პირველია საქართველოს ჭიდაობის ისტორიაში, რომელიც გოგონათა შორისაა მოპოვებული.

ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილის მოჭიდავე ჭაბუკთა შორის, რომელიც სარაევოში ამ დღეებში გაიმართა შესანიშნავად იასპარეზა, კიდევ ერთმა გორელმა, გიორგი გეგელაშვილმა, რომელიც ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, 

გორის სპორტული სკოლების გაერთიანებაში წარმატებულ სპორტსმენებს გიორგი გეგელაშვილს, მარიამ კარელიძეს და მათ მწვრთნელებს – დავით პოღოსიანს, ბესიკ გუჩაშვილს, შალვა მუზიაშვილს შეხვედრა მოუწყო გორის სასპორტო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი პურიჭამიაშვილმა.

მან სპორტსმენებს და მწვრთნელებს წარმატება მიულოცა. სამომავლოდაც ჩვეულ თანადგომას და მხარდაჭერას დაპირდა სავარჯიშო თუ საწვრთნელი პროცესის წარმართვისას და უსურვა კიდევ უფრო დიდი წარმატებები მომავალ შეჯიბრებებზე.

ზუსტად ერთ თვეში საქართველოს ჭაბუკ თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრები და მათ რიცხვში რასაკვირველია გიორგი გეგელაშვილი და მარიამ კარელიძეც ამჯერად უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც საბერძნეთში გაიმართება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები