ახალი ამბები
გორის ციხესთან ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გორში, წერეთლისა და ჯუღაშვილის ქუჩების სიახლოვეს, 30-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა.

ჯგუფური გარჩევა გორის ციხის ასასვლელთან მოხდა. ადგილობრივებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

დაახლოებით 20-წლის ასაკის პირები საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მანქანების გამოჩენისთანავე მიიმალნენ.

თვითმხილველების ცნობით, ჩხუბის მონაწილეებს შორის, რამდენიმე მათგანი საქმის გასარჩევად მანქანით იყო მისული. პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღებას და დათვალიერებას აპირებს.

ცნობისათვის, ერთი კვირის წინ, ანალოგიურ გარჩევას წმინდაწყალზე ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები