ახალი ამბები
ასწლოვანი ხე სოფელ ძაღინაში
სოფელ ძაღინას ცენტრში, სადაც თავად ფალავანდიშვილების საგვარეულო კოშკი და ეკლესიაა, ათასწლოვანი ხე დღესაც დგას.

ფოტო ერთ-ერთ ოსურ ჯგუფში 5 დღის წინ გაავრცელეს. მისი ავტორი აღნიშნავს, რომ სოფელში მცხოვრებ მოხუცებს ხე უფრო მაღალი ახსოვთ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ძაღინა, დაახლოებით, 800-წლისაა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ უზარმაზარ ხეს მოვლა ჭირდება.

ძაღინა მდებარეობს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ზნაურის (ამჟამინდელი ყორნისის) რაიონში, მდინარე შუა ფრონის (დასავლეთის ფრონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 900 მეტრია, ხოლო რაიონული ცენტრიდან 5 კილომეტრი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები