ახალი ამბები
კასპიცემენტის მანქანების მოძრაობის გამო დაზიანებულ გზას არემონტებენ
კავთისხევი-კასპის მონაკვეთზე დაზიანებულ ასფალტის საფარს არემონტებენ. ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

გზის გარემონტებას, ასევე, კასპი-მეტეხის მონაკვეთზეც იწყებენ. რაც შეეხება კავთისხევი-ახალქალაქის მონაკვეთს, სამუშაოები ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა. ეს უკანასკნელი კი, ყველაზე მეტადაა დაზიანებული.

საქმე იმაშია, რომ კასპიცემენტის კირქვის საბადოდან სატვირთო მანქანები, 2016 წლის შემოდგომიდან 2017 წლის ივლისამდე, მოძრაობდა: კარიერი-კავთისხევი-ახალქალაქი-მეტეხი-კასპის მიმართულებით. ამის მიზეზი მდინარე მტკვარზე სადგურ კავთისხევთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია გახდა, რომელიც, ასევე, სატვირთო მანქანების წყალობით, გამოვიდა მწყობრიდან.

ასფალტის საფარის, სავარაუდოდ, უხარისხობის გამო, ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარმა დეფორმაცია განიცადა. ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო მასალა ორჯერ მოამზადა.

ამჟამად, უცნობია, სამუშაოების დამკვეთის ვინაობა. მუნიციპალიტეტის გამგეობა ითხოვს, რომ გზა კასპიცემენტმა შეაკეთოს, თუმცა, აღნიშნულ თხოვნას ქარხნის წარმომადგენლობა უპასუხოდ ტოვებს. 2017 წლის ივლისს კასპის გამგეობამ  ტენდერი გზების მოვლა-პატრონობის შესახებ, მაინც გამოაცხადა, თუმცა მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო.


კასპიცემენტის მანქანებმა კავთისხევი-ახალქალაქის გზის მონაკვეთი დააზიანა (PHOTO)

ვიდეო: ფრთხილად! წინ საფთხეა



Print

სტატიის გამოყენების პირობები