ახალი ამბები
კნოლევში ხორბლის მცირე მოსავალი მოვიდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კნოლევში ქერისა და ხორბლის ყანები უკვე აიღეს.

კომბაინებმა მუშაობა ადგილობრივი პოლიციის დახმარებით შეძლეს. ადგილობრივი მკვიდრის, ბადრი ციქუბაძის ცნობით, მოსავალი მოსალოდნელზე მცირე რაოდენობით მოვიდა.

მისი თქმით, ამის მიზეზად, ადგილობრივები გაზაფხულის ყინვებს, ხოლო ზაფხულის გვალვებს ასახელებენ

,,სოფელ კნოლევში მშვიდობიანად დასრულდა კალოობა. გამომდინარე იქიდან, რომ ნაკვეთების ნაწილი ე.წ საზღვართან ახლოსაა და გარკვეული საფრთხის შემცველი იყო იქ მუშაობა, 2 დღის განმავლობაში პოლიციის ეკიპაჟის თანხლებით ხდებოდა მოსავლის აღება. მოსახლეობა უკმაყოფილოა დაბალი მოსავლიანობის გამო, მათი თქმით, დაბალმოსავლიანობა გამოიწვია ყინვამ გაზაფხულზე და გვალვამ ზაფხულში." - აცხადებს ბადრი ციქუბაძე.

კნოლეველები აცხადებენ, რომ სოფლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სოციალური დახმარების პროგრამების შეჩერება წარმოადგენს. ამაში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბევრი ოჯახისთვის დახმარების შეწყვეტა იგულისხმება.

ბადრი ციქუბაძის ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები