ახალი ამბები
გორთან ავტობანზე ტყიბულისკენ მიმავალი მიკროავტობუსი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა
გორთან ავტობანზე მომხდარ ავარიას 21-წლის ასაკის ბიჭი ემსხვერპლა, მისი მამა კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისინი მიკროავტობუსით ტყიბულის მიმართულებით მოძრაობდნენ.

სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის" ცნობით, მიკროავტობუსი საბურავის გამოსაცვლელად გაჩერებულ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. მძიმედ დაშავდა მსუბუქი ავტომანქანის მგზავრიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაკავებულია ერთ-ერთი მანქანის მძღოლი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები