ახალი ამბები
ჟუჟუნა გოცირიძე-მერაბიშვილი აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ
სურათს, რომელიც გორის დაბომბვისას უცხოელმა ჟურნალისტმა გადაიღო, რუსეთ-საქართველოს ომის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ფოტო ქალაქის ცენტრშია გადაღებულია და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაკავების შედეგს ასახავს. ფოტოზე გამოსახული ჟუჟუნა მერაბიშვილი კი, დახმარებას ითხოვს.

ჟუჟუა გოცირიძე-მერაბიშვილია ამჟამად, 80-წლისაა და ისევ იმ სახლში ცხოვრობს, რომელშიც 2008 წლის აგვისტოში ,,კასეტური ბომბის" ნაწილი შევარდა. ქალბატონი ჟუჟუნა შემთხვევით გადარჩა. ჯერ საბრძოლო მასალას გადაურჩა, შემდეგ კი, ხანძარს.

,,ტელეფონით შვილს ველაპარაკებოდი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობდა. მეკითხებოდა, მართლა იბომბება გორიო, ვეუბნებოდი, არა, არა! მაგრამ, ზუსტად, ამ დროს ჩამოვარდა ქალაქის ცენტრში ბომბი. ერთი ბომბი ჩვენს ეზოში დავარდა. იმისი გასროლილი ნაწილები სახლში შემოვარდა. ტელეფონი მაშინვე გაითიშა. კარები კი, ჩაიკეტა. მე ვყვირივარ, რომ ვიწვოდი სახლში, რადგან აივანს უკვე ცეცხლი ეკიდა" - იხსენებს 9-წლის წინანდელ ამბავს ქალბატონი ჟუჟუნა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები