ახალი ამბები
სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღი შენდება
გორში, სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღი შენდება.

ამისათვის მარაბდელის ქუჩის მიმდებარედ საძირკველი უკვე გაიჭრა.

ახალი საბავშვო ბაღის მაკეტი საპროექტო ორგანიზაცია ,,სპეცმონოლითმა" შეადგინა.

ჯამში, მის ასაშენებლად 540 000 ლარია გამოყოფილი. თანხის 65% ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს.

ტენდერი 2017 წლის აპრილში გამოცხადდა და ამ ხნის განმავლობაში მოსაზმადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები