ახალი ამბები
ატენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი ხიდი აღდგა
ატენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი  და ატენის სიონთან ე.წ. „ფუხაანთუბანში“ არსებული ხიდების სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ატენში ორივე ავარიული ხიდი უკვე რეაბილიტირებულია და მის დასათვალიერებლად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვლი მოადგილესთან ალექსი ვეშაპურთან ჩავიდა.

,,ჩატარდა ხიდების გამაგრებითი სამუშაოები, შეიცვალა მოაჯირები, რეაბილიტირდა სავალი ნაწილი. ხიდებზე ფეხით და ავტომობილით მოძრაობა საშიშროებას აღარ წარმოადგენს მოსახლეობისთვის“ - განაცხადა გამგებლის მოადგილემ ალექსი ვეშაპურმა.

პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მათი ჯამური ღირებულება 16 506 ლარია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები