ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან მდინარეზე გადასასვლელ ხიდს
არემონტებენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან
აცნობეს.
ქარელის გამგეობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული
ხიდით ერთმანეთს კოდა და ვარდისუბანი უკავშირდება.
,,სამუშაოები მოხისი-კოდა-ვარდისუბნის საავტომობილო გზის ასფალტირების
სამუშაოების პროექტის ნაწილია, რომლის მთლიანი ღირებულებაა 1 318 000
ლარი. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,იბოლია“" - აცხადებენ
გამგეობაში.
რაც შეეხება დარჩენილ 2 კმ მანძილს, რომელიც ასევე დაზიანებულია, მისი
მოასფალტების მიზნით სამშენებლო კომპანიასთან ახალი ხელშეკრულება
მზადდება.
სტატიის გამოყენების პირობები