ახალი ამბები
გორის, ქარელისა და ხაშურის ახალგაზრდებთან ,,ინიციატივას" წევრებმა შეხვედრები გამართეს
გორში საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან და სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი ახორციელებს ,,პროექტს ,,ინიციატივა", რომელიც სხვადასხვა თემებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

საინიციატივო გუნდის წევრები არიან: ელინა ღამბაშიძე, იაკობ მაღალაშვილი, სოფო მთიულიშვილი და თიკა მაღალაშვილი. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 7-დან 9 აგვისტომდე გორში, ხაშურსა და ქარელში ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართეს.

7 აგვისტოს გორის უნივერსიტეტში მათი ორგანიზებით საჯარო ლექცია თემებზე: "სეკულარიზმი", "კონსტიტუციის არსი და მისი მნიშვნელობა" და "რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე " გაიმართა. ლექციას გორის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, იურისტი დავით კვერნაძე უძღვებოდა.

,,ლექცია იყო საკმაოდ მაშტაბური რომელსაც 60 ახალგაზრდა ესწრებოდა, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან მცხოვრები ახალგაზრდები, გორის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, მსჯელობა, დამსწრეებს საშუალება მიეცათ კითხვა პასუხის რეჟიმში უკეთესად გათვითცნობიერებულიყვნენ საკითხებში. აღნიშნეს, რომ აქტივობა საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში მონაწილეობა სასარგებლოდ გამოდგა. ასევე, იმედოვნებდნენ, რომ გორში ხშირად ჩატარდება მსგავსი საგანმანათლებლო ლექციები.' - აღნიშნავენ საინიციატივო გუნდის წევრები.









მომდევნო დღეს, 8 აგვისტოს ,,ინიციატივას" ორგანიზებით, ქალაქ ხაშურში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კონსტიტუციასთან დაკავშირებით ფილმი აჩვენეს.

,,მოგეხსენებათ, 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღეა და მოახლოებულ თარიღთან დაკავშირებით საინიციატივო გუნდის წევრებმა შეხვედრა ხაშურში სწორედ ამ თემას მიუძღვნეს. ფილმის შემდეგ, საკონსტიტუციო საკითხებზე დისკუსია გაიმართა. აქტივობაში აქტიურად ჩაერთო ხაშურის 30 ახალგაზრდა" - აღნიშნავს იაკობ მაღალაშვილი.

საინიციატივო გუნდი დიდ მადლობას უხდის მუზეუმის დირექტორს თამაზ ლაცაბიძეს, რომელმაც ახალგაზრდებს აქტივობის განხორციელებაში ხელი შეუწყო და შეხვედრა დადებითად შეაფასა.












9 აგვისტოს ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, თემაზე ,,არის თუ არა აუცილებელი სახელმწიფოს ჰქონდეს კონსტიტუცია" შეხვედრას 20-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი მოსწავლეები საქართველოს კონსტიტუციას და მის ისტორიას გაეცნენ.

,, ისინი ასევე გაეცნნენ სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციებს და მათ მუხლებს. დაასახელეს არგუმენტები იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება ჩვენი კონსტიტუცია სხვა ქვეყნების კონსტიტუციიისგან მიღებული ცოდნის შემდეგ მყარი და კონკრეტული პარალელები გაავლეს. სემინარის შემდეგ უყურეს ფილმს მაჰათმაა განდის შესახებ და დარწმუნდნენ, თუ რა დიდი ძალა აქვს ერტი ადამიანის აქტივობას სახელმწიფოში" - აღნიშნავენ ორგანიზატორები.














Print

სტატიის გამოყენების პირობები