ახალი ამბები
სკოლებში ვაშლის შეტანის პროგრამას კარალეთსა და ტყვიავში ეხმაურებიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, კარალეთისა და ტყვიავის მოსახლეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივას ეხმაურება.

მინისტრის განცხადებით, 2017-2018 ახალი სასწავლო წლის სექტემბრიდან, ყველა იმ სკოლაში, რომელსაც 1000–ზე მეტბავშვიანი კონტინგენტი ჰყავს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებისთვის ვაშლები დარიგდება.

თავდაპირველად, ეს პროგრამა დედაქალაქის სკოლებში დაიწყება. კარალეთსა და ტყვიავში ფიქრობენ, რომ თუკი გორის რაიონის სოფლებიდან ადგილობრივი პროდუქტის შესყიდვა მოხდება, ვაშლის ფასი აიწევს. თუმცა, ისინი პრობლემებს ხედავენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები