ახალი ამბები
გარემონტებული საპირფარეშო გორის რკინიგზის სადგურზე (PHOTO)
მთავარ სარკინიგზო ხაზზე დასრულდა ქ. გორის საპირფარეშოს სარემონტო სამუშაოები.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანია ,,GR Property Management" (საქართველოს რკინიგზის ქონების მართვა) - ის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის განცხადებით, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მოწესრიგებული საპირფარეშოებით სარგებლობა.

პროექტი რკინიგზის სადგურების სველი წერტილების სარემონტო-სარეკონსტრუქციო პროექტის ფარგლებში განხორციელდა

კომპანია დაარსდა 2009 წელს, რომლის 100% წილის მფლობელია სს „საქართველოს რკინიგზა“.

კომპანიის დაფუძნება მიზნად  საქართველოს რკინიგზისათვის არაპროფილური უძრავ-მოძრავი ქონების მართვასა და შემოსავლის მიღებას ისახავს.

მისი სამომავლო განვითარების ძირითადი მიმართულებებია: უძრავი ქონების კომერციულად და ტვირთვა-გაიჯარება შემოსავლების მიღების მიზნით. დეველოფმენტი. კომპანია ყოველწლიურად აქტუალურად ცდილობს განავითაროს და ახალი მიმართულება დანერგოს მისი ორი ძირითადი მიმართულების განვითარებაში.

იხ. ამავე თემაზე: გორის რკინიგზის სადგურზე ტუალეტი მხოლოდ თანამშრომლებისთვის იღება















Print

სტატიის გამოყენების პირობები