გორის საფეხბურთო კლუბ ,,ლედი გორს" სახელწოდება არ შეცვლია და ის
ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე არსებული სახელით იქნება
წარდგენილი.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფეხბურთის ფედერაციის
რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია რევაზიშვილმა
განუცხადა.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია გუნდისთვის ოფიციალურად
,,სოსელოს" დარქმევის შესახებ, სიცრუეა.
,, საქმე იმაშია, რომ ერთი თვის წინ, სამმა ადამიანმა დავაფუძნეთ
ორგანიზაცია, სახელწოდებით ,,ააიპ ,,სპორტული კლუბი - სოსელო",
რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და არანაირი შეხება
აქვს ფეხბურთის რეგიონულ ორგანიზაციასთან და მის გუნდებთან.
დამფუძნებლები ვართ რიჩარდ ოიბადე, ბექა კვიწინაძე და მე. იმ გამო,
რომ რიჩარდი არის მწვრთნელი ქალთა გუნდის, ასევე, სხვა გუნდების,
მაგალითად, ამპუტანთ ფეხბურთელთა გუნდის, აქედან გამომდინარე, ბევრს
გაუჩნდა აზრი, რომ სახელი შეეცვალა ,,ლედი გორსაც", რაც არ არის
მართალი" - აცხადებს გია რევაზიშვილი.
მისი განმარტებით, ახალი ააიპ (არასამეწარმეო, არაკომერციული,
იურიდიული პირი) ,,სპორტული კლუბი - სოსელო" აპირებს შექმნას როგორც
ქალთა და გოგონათა გუნდები, ასევე, გუნდები ვაჟთა და ჭაბუკთა
შემადგენლობთ.
,,ჩვენი ორგანიაცია გეგმავს როგორც ახალგაზრდული ფეხბურთის
განვითარებას, ასევე, ბავშვთა კლუბების გაძლიერებას და ხელშეწყობას.
რაც შეეხება სახელწოდება სოსელოს, თუ საიდან მოგვივიდა ეს იდეა,
გეტყვით, რომ გუნდების სახელის შესახებ დიდხანს ვფიქრობდით.
მოგეხსენებათ, ტურნირების დროს, გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია
მხარდაჭერის გამოხატვა შეძახლებით. მოფიქრებული გვქონდა რამდენიმე
ვარიანტი და ბოლოს შევთანხმდით ,,სოსელოზე". ტრუბინებზე შეძახილები
,,ს ო ს ე ლ ო" მისაღები აღმოჩნდა რიჩარდისთვისაც" - ამბობს გია
რევაზიშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები