ახალი ამბები
ბრეძადან ჭვრინისამდე ახალ ასფალტს დააგებენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჭვრინისამდე ახალ ასფალტს დააგებენ. სამუშაოს კომპანია ,,შარა" შეასრულებს, რომელთანაც ხელშეკრულება მომდევნო კვირას დაიდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დღეს 18 აგვისტოს მიიღო.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სოფელ ბრეძადან ჭვრინისამდე ერთკილომეტრიანი გზა მთლიანად გამოიცვლება. სატრანსპორტო მონაკვეთი გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების სამუშაოების დროს მთლიანად დაზიანდა.

ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. საწყისი ფასი 770 000 ლარი იყო.

ყველაზე ნაკლები ფასები შპს ,,როუდ სოლუშენმა" და შპს ,,შარამ" მიუთითა.

შპს ,,როუდ სოლუშენმა" - 639 457 ლარი
შპს ,,შარა" - 724 500 ლარი.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ,,როუდ სოლუშენს" დისკვალიფიკაცია, არასრულყოფილი დოკუმენტების გამო, მიანიჭა. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან  75 დღეში უნდა დასრულდეს.




იხ. ამავე თემაზე:

ჭვრინისელები გუბერნატორთან დაზიანებული გზით ჩავიდნენ

ჭვრინისელები ამბულატორიის, სკოლის, საბავშვო ბაღის გარეშე

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები