ახალი ამბები
უფლისციხის სტუმრები (Photo/Video)
აზიმა ირანიდანაა. უფლისციხის კომპლექსით გაოცებულია. თამარის დარბაზი ტელეფონით გადაიღო და ვერც კი შეამჩნია, რომ მთავარ ჯგუფს ჩამორჩა.

,,მინდა ყველას ვურჩიო, რომ ეს უძველესი ადგილი ნახოს" - გვითხრა მან. ირანელთა ტურისტულ გუნდს მიკროფონით სპეციალური გიდი დაჰყვება. ადგილობრივები მას უკვე სცნობენ. ,,მიკროფონით როცა მის ხმას ვიგებთ, ვხვდებით, რომ ირანელები არიან.@ - ამბობენ ისინი. მხედველობიდან მუზეუმს შეკედლებული ძაღლები არ გამოპარვიათ. ერთ-ერთი ოჯახის წევრებმა, პატარებთან ერთად, ნაყინი უწილადეს.

ქრისტოფერი ორი დღეა საქართველოშია და ქართველი ხალხის ბუნებამ უკვე გააოცა. ,,მათ სუფთა ქრისტიანული გული აქვთ" - გვითხრა მან, რომელსაც გვირაბში შევხვდით.

,,გუშინ თბილისში ოკუპაციის მუზეუმში ვიყავით, დღეს ეს წინარექრისტიანული ძეგლი ვნახეთ. განსაკუთრებით, გამაოცა ქართველმა ხალხმა. ბიზნესმენები ვარ და გადაწყვეტილი მაქვს, რომ გარკვეული საქმიანობა დავიწყო" - გვითხრა მან.

ქართველი ხალხის კეთილგანწყობა რუსმა ახალგაზრდებმაც გამოარჩიეს, რომლებიც ეკატერინბურგიდან მანქანით ჩამოვიდნენ:  

,,ჯერ თბილისში გავჩერდით, გაოცებული დავრჩით ქართველებით. სულ ცდილობენ პატივი გცენ, დახმარება შემოგთავაზონ. პოლიციელებმა საზამთრო მოგვიტანეს კარავში" - ამბობს ვიკა, რუსეთიდან.

გერმანელი ტურისტები ეკლესიაში ვნახეთ. ,,ძალიან საინტერესო ადგილია. თბილისის შემდეგ უფლისციხეში წამოვედით. დედაქალაქის მერთანაც კი გადავიღეთ სურათი" - გვითხრა პიატმა, გერმანიიდან.

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის წარმომადგენელი, ინა კარელიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და გაორმაგებულია. ამას სტატისტიკაც მეტყეველებს.

,,ივლისის თვეში თითქმის 25 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა" - გვითხრა მან.


2017 წლის დინამიკა ასეთია:

იანვარი - 4 961;
თებერვალი - 4 526;
მარტი - 14 708;
აპრილი - 17 821;
მაისი - 33 118.
ივნისი - 48 138

სულ 123 272


2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით უფლისციხეს 43 348 ვიზიტორი ჰყავდა. 

ამავე თემაზე:

ფლისციხე მსოფლიოს ზღაპრულ ადგილებს შორის მოხვდ








Print

სტატიის გამოყენების პირობები