ახალი ამბები
პროექტში ,,საზღვრების გარეშე" მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებს იწვევენ
შიდა ქართლში ახალი პროექტი სახელწოდებით "საზღვრებს გარეშე" იწყება, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 15-25 წლამდე.

ის შიდა ქართლში მცხოვრები 15-25 წლამდე ახალგაზრდების გააქტიურებასა და ჩართულობას ისახავს მიზნად, რომელიც შიდა ქართლში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხარისხისა და ქალთა საზოგადოებრიივი როლის ზრდას შიდა გამოიწვევს.

ასევე, სტიგმატიზაციის, თვითრეალიზაციის შეზღუდვისა და ნეგატიური სტერეოტიპების გავრცელების წინააღმდეგაა მიმართული..

პროექტის ფარგლებში განხორციელდება რიგი ღონისძიებები: ტრენინგების კურსი, ესეების კონკურსი, ადვოკატირების კამპანია, ბლოგების შექმნა და ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში.

მრავალფეროვნების სკოლას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ირის ჯგუფი" - მრავალფეროვნების მართვა, გერმანულ ორგანიზაცია MitOst-თან თანამშრომლობით. პროგრამას აფინანსებს Institut für Auslandsbeziehungen – IfA.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScmmKTfbpINng1GY1kE1gNZVQwIUO3t6NEGtZ2qcs5SbVQl0Q/viewform?c=0&w=1&includes_info_params=true


აპლიკაციის ბოლო ვადაა- 2017 წლის 30 აგვისტო

დამატებითი კითხვების შემთხვევაში; მიმართეთ პროექტის Facebook გვერდს - "საზრვრებს გარეშე" ; ან პროექტის კოორდინატორს- ტელ: 593 68 46 06
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
Print

სტატიის გამოყენების პირობები