ახალი ამბები
გორის პატრულმა დაკარგული მოხუცი იპოვა
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის გორის განყოფილების თანამშრომლებმა მოხუცი ქალი იპოვეს და შინ მშვიდობით დააბრუნეს.

ასაკიანი ქალის დაკარგვის თაობაზე შეტყობინება შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრ 112-ში შევიდა. 

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, პატრულის თანამშრომლებმა მოხუცი გორის ქუჩებში მოძებნეს.

ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, იმ დროს გადაიღეს, როდესაც პატრულის თანამშრომელს ბესიკ გოგატიშვილს სახლში შეჰყავდა.

მიმდინარე წელს, ეს უკვე მეორე ფაქტია ქუჩაში დაკარგული მოხუცის პოვნის შესახებ. 2017 წლის მაისში 13 წლის გიორგი გოზალიშვილმა, გორში, ქუჩაში დაკარგულ მოხუც ქალბატონს დახმარება აღმოუჩინა.

შემდეგ „112“-ში დარეკა და ოპერატორს დაკარგული ქალბატონის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ბიჭმა უცნობი ქალბატონი პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე არ მიატოვა. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მას „112-ის გმირის“ ტიტული მიანიჭეს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები