ახალი ამბები
ცხინვალის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ხანძარს ებრძვიან
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამაშველო-სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ხანძარს ზნაურის რაიონში ებრძვიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტოების მიერ გავრცელებული ფოტოებით, ცეცხლმა მოსახლეობის ნაკვეთებს მიაღწია.

,,დამწვარია დაახლოებით 20 ჰა ფართობი" - აღნიშნავს დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს წარმომადგენელი როზა თედეევი.

მისი თქმით, ცეცხლი გუშინ გაჩნდა და დღეს დილით საბოლოოდ ჩააქრეს, თუმცა, სხვადასხვა ადგილებზე მიმდინარეობს  შემოწმება.

დამწვარია სოფლების, ველითის, მეტეხისა და პრინევის მიმდებარე ტერიტორიები.




Print

სტატიის გამოყენების პირობები