ახალი ამბები
კვერნაქის ქედზე მოულოდნელად გაჩენილი ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს
დღეს, კვერნაქის ქედზე, ცეცხლი მოულოდნელად ხმელ ბალახს მოედო. 

კვამლი მდინარე მტკვრის მეორე მხრიდან შეამჩნიეს და შსს-ს საინფორმაციო ცენტრს 112-ს შეატყობინეს.

აღმოსავლეთის ქარის გამო ხანძრის გავრცელება გორის სასაფლაოსკენ იყო მოსალოდნელი. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ.

კერა სწრაფად განადგურდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები