ახალი ამბები
აღაიანში მეხანძრე-მაშველის სახელობის ტურნირი გაიმართა ჭიდაობაში
სოფელ აღაიანში ზურაბ მუზაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში.

მასში 2003 და 2004 წელში დაბდებული მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.

ზურაბ მუზაშვილის სახელობის თასი მცხეთელმა, 14 წლის გიორგი ჯინჭარაშვილმა მოიპოვა. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები და მედლები.

ტურნირს საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე, საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ჯამბოლატ ქამხაძე ესწრებოდნენ.

ორგანიზატორები იყვნენ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლები.

ზურაბ მუზაშვილი მეხანძრე - მაშველი, რომელმაც 2015 თბილისის სტიქიის დროს 8 ადამიანი გადაარჩინა და თვითონაც დაიღუპა, ასევე მოჭიდავეც იყო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები