ახალი ამბები
გორში დამტვრეული ტოტებისგან დაზიანებული სადენები აღადგინეს
ქალაქის იმ უბნებში, სადაც ხის დამტვრეულმა ტოტებმა სადენები დააზიანა, დენის მიწოდება აღდგენილია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.

ქალაქის რამოდენიმე ადგილას, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რამაც, გარე განათების, სადენების დაზიანება გამოიწვია.

,,ქალაქის კეთილმოწყობის სასმახურისა და სანერგე მეურნეობის, მიერ, ერთობლივად ჩატარებული სამუშაოების შედაგად, აღნიშული პრობლემა აღმოფხვრილ იქნა. სამუშაოები ადგილზე, კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გივი კობახიძემ დაათვალიერა" - აღნიშნავს კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ჯაბიშვილი.

შეგახსენებთ, ხანმოკლე ძლიერი ქარის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გუშინ რამდენიმე ხე დაზიანდა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები