ახალი ამბები
ორჭოსანთან ცეცხლის კერა მთის ფერდობზე გაჩნდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ორჭოსანთან, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს, მთის ფერდობზე ცეცხლი ბალახს და ბუჩებს ეკიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა პირებმა გაავრცელებს.

დაახლოებით 14:30 წუთზე ცეცხლი ჩაქრა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებულ ფოტოზე ნახანძრალი ფერდობი ჩანს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ მცირე ზომის ხანძარი დაფიქსირდა.

"აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიზე , ორჭოსანის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ" - აცხადებენ სუსში.









ბოლო ფოტოზე სოფელი ორჭოსანი
Print

სტატიის გამოყენების პირობები