ახალი ამბები
როგორ გამოიყურება ბოშურთან დამწვარი ტყე (Photo)
მდინარე ტანას ხეობაში, ზემო ბოშურთან გაჩენილი ცეცხლის კვალი დღეს ასე გამოიყურება.

მეუფე ანდრიამ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამხედრო პირები ნახანძრალის მიმდებარე ტერიტორიაზე დალოცა.

ცეცხლის გაჩენიდან მომდევნო დღეს მთელი დღის განმავლობაში სალიკვიდაციო სამუშაოებს მათთან ერთად ატენის სიონის მრევლი და სტიქარსნებიც აგრძელდებდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 2 ჰა ფართობი.

ცეცხლი 22 აგვისტოს საღამოს დაახლოებით 19 საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახური 19:45 წთ-ზე გამოიძახეს. მიუვალ გზებზე მოძრაობისას, ბოშურელების თქმით, სპეცმანქანამ დაახლოებით 2 საათის შემდეგ შეძლო მისვლა.

მეხანძრეების, სამხედრო პირებისა და მოხალისეების ასვალმდე ცეცხლთან გამკლავება ადგილობრივებმა დაიწყეს. ბარებით შეიარაღებული ბოშურელები და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები მიხეილ გიგაურის სატვირთო ავტომანქანით ცეცხლის კერასთან მივიდნენ და გავრცელებას ხელი შეუშალეს.





















 

Print

სტატიის გამოყენების პირობები