ახალი ამბები
ქარელის გამგეობა: სარკის მონასტრის გზაზე ცეცხლი ჩამქრალია
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის ადმინისტრაციული თემის ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლი ჩამქრალია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსმა აცნობა.

ელგუჯა ხაბელაშვილის თქმით, ცეცხლის კერა მცირე მასშტაბზე გაჩნდა და საგანგაშო სიტუაცია არ იყო.

სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აგებულია XVII საუკუნეში. ამჟამად, მამათა მონასტერია.

რთული რელიეფური პირობების გამო მსუბუქი ავტომანქანებისთვის მიუვალი ადგილია.



ფოტოებზე: სარკის წმინდა გიორგის ეკლესია და მისასვლელი გზა, სადაც მხოლო მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობს
Print

სტატიის გამოყენების პირობები