ახალი ამბები
იანვრიდან აგვისტომდე ქალაქ გორში 512 ძაღლი დაიჭირეს - საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ
2017 წლის 1 იანვრიდან აგვისტომდე ქალაქ გორში 512 ძაღლი დაიჭირეს, საიდანაც უკან კასტრაციისა და სტერილიზაციის შემდეგ, 268 ძაღლი გაუშვეს.

ამის შესახებ გორის ცხოველთა თავშესაფრის დირექტორმა თამარ აფციაურმა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს 18 აგვისტოს წერილობით აცნობა.

ამავე წერილის მიხედვით, მიმდინარე წელს, სხვადასხვა მიზეზით, 115 ძაღლი, მათ შორის, ლეკვები დაიღუპა.

თავშესაფრის წარმომადგენლებმა სტერილიზაცია და კასტრაცია 304 ძაღლს გაუკეთეს.

თამარ აფციაური აღნიშნავს, რომ ცხოველთა დამცველი ორგანიზაციებისგან, თემურ წიქორიძის ხელმძღვანელობით, ასევე, ორგანიზაცია ,,ბუკიის ძაღლების" ერთობლივი პროექტის ფარგლებში თავშესაფარს 67 ბუნაგი გადაეცა.

აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გაიტანეს, სადაც ასევე თავშესაფრის ხელმძღვანელი თამარ აფციაური პირადად წარადგენს ინფორმაციას.



Print

სტატიის გამოყენების პირობები