ახალი ამბები
გორის რამდენიმე უბანს ბუნებრივ აირს დღის ბოლოს მიაწვდიან
ქალაქ გორში, თბილისის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის მილსადენებზე საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,სოკარ ჯორჯიადან" აცნობეს.

კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, ბუნებრივი აირი მხოლოდ თბილისის ქუჩაზე მცხოვრებლებს არ მიეწოდებათ.

,,სხვა ინფორმაციას არ ვფლობთ. ბუნებრივი აირის მიწოდება საღამოს საათებში მოხდება" - აღნიშნავენ კომპანიაში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, აირის მიწოდება სხვა უბნებშიც შეწყვეტილია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები