ახალი ამბები
მერია გორის სოფლებს 25 ცალ სანაგვე ურნას ერთი წლის ვადით ათხოვებს
ქალაქ გორის მერია 25 ცალ სანაგვე ურნას რაიონის გამგეობას ათხოვებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ურნები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბობნევში (ხურვალეთის თემში) და ატენის ტერიტორიაზე დაიდგმება.

,,ამ სოფლებში ძველი, დაზიანებული ურნები ამოიცვლება იმ ურნებით, რომელსაც მერია გადმოგვცემს" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

,,მიეცეს თანხმობა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს, თხოვების ფორმით გადასცეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 25 (ოცდახუთი) ცალი ნაგვის ურნა, ერთი წლის ვადით" - აღნიშნულია ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერილ დოკუმენტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები