ახალი ამბები
სოფელ ქვენატკოცაში 30 ცალი სანაგვე კონტეინერი ჩაიტანეს
დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში 30 ცალი სანაგვე კონტეინერი ჩაიტანეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული კონტეინერები მუნიციპალიტეტს  მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა.

სოფელი ქვენატკოცა მდინარე სურამულას ნაპირზე აგარასთან მდებარეობს. 2014 წლის აღწერით, სოფელში 2359 ადამიანი ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები