ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
პარიზში მიმდინარე მსოფლიოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

ფინალში თურქ ტაჰა აკგულს 10-8 მოუგო. ტაჰა აკგული ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს.

პეტრიაშვილმა ფინალამდე სამი მეტოქე ქულების აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, რუსეთის წარმომადგენელი ანზორ ხიზრიევი 13-2, კანადელი კოეი ჯარვისი 10-0, ნახევარფინალში კი სომხების ქართველი ფალავანი ლევან ბერიანიძე 12-2 დაამარცხა,

რაც შეეხება ლადო ხინჩეგაშვილს, მან ახალ 61 კგ კატეგორიაში პირველად იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე. 1/4 ფინალში რუს ჰაჯიმურად რაშიდოვთან დაძაბულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა, მანამდე კი ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ორი შეხვედრა იოლად მოიგო.

ხინჩეგაშვილმა პალაუს წარმომადგენელ კრისტიან ნიკოლესკუს 10-0 და მონროლ ტუვშინტულგა ტუმებილეგს 7-1 სძლია, დამამშვიდებელ წრეში ამერიკელ ლოგან სტიებერს იოლად 10-0 მოუგო და ბრინჯაოს მედლისათვის თურქეთის სახელით წარდგენილ რუსეთის ნაკრების ყოფილ წევრ ჩინგისხან ერდოღანს (ოპან სატი) დაუპირისპირდა და მოიგო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები