გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სექტემბრიდან მძლეოსნობის
დარბაზის მშენებლობა დაიწყება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის
გამგეობიდან აცნობეს.
გამგებლის მოადგილემ, გელა კაპანაძემ კომპანია ..ალონისის"
ხელმძღვანელი ხელშეკრულების გასაფორმებლად გამგეობაში უკვე
მიიწვია.
25 აგვისტოს გაგზავნილი წერილის მიხედვით, გამგეობსა და კომპანიას
შორის, ხელშეკრულება 5 დღის შემდეგ, 30 აგვისტოს გაფორმდება.
სამუშაოები 60 დღეში უნდა დასრულდეს, რომელზეც სულ 62 700
ლარი დაიხარჯება.
მძლეოსნობა აერთიანებს ვარჯიშებს სიარულში, რბენებში, ხტომებსა და
ტყორცნებში.
,,მძლეოსნური ვარჯიშები საუკეთესო საშუალებაა მოსწავლე-ახალგაზრდობის
ფიზიკური აღზრდის, შრომისა და სამშობლოს დაცვისათვის მათი მომზადების
საქმეში." - აცხადებენ გამგეობაში.
სტატიის გამოყენების პირობები