ახალი ამბები
გორთან მტკვრის კალაპოტში გაჩენილმა ხანძარმა ნაკვეთებამდე მიაღწია
შუადღეს, გორთან, სოფელ სკრისკენ მიმავალ გზის ნაპირზე, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა, შემდეგ კი, ხეებს მოეკიდა.

ხანძარი მოსახლეობის კერძო ნაკვეთებზეც გავრცელდა. ისინი ელექტროფიკაციის დასახლების მცხოვრებლებს ეკუთვნის.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წყლის ჭავლით, თავდაპირველად, ცეცხლმოკიდებული ხეები ჩააქრეს. ცეცხლმა კომბინატის დასახლებასთან არსებულ ხიდამდე მიაღწია.

,,მთავარია სადენებს არ მოეკიდა. მანდ რაღაც სადენები გადის. დანარჩენი სულ ბალახებია" - გვითხრეს კომბინატის დასახლებაში მცხოვრებლებმა.

აწ უკვე დამწვარი ტერიტორია მდინარე მტკვრის კალაპოტში მდებარეობს.











Print

სტატიის გამოყენების პირობები