ახალი ამბები
ქარელსა და ხაშურში დაურეგისტრირებელი თოფებით ფრინველზე ნადირობდნენ
ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ამოღებული იქნა ორი ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი. რეიდი შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

მოქალაქეები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისთვის დაწესებული მოსაკრებლის ქვითრის გარეშეც ნადირობდნენ. შედგა შესაბამისი ოქმები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები